06 თებერვალი 2023,   00:46
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ამბროლაურში, პარტიის რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მმართველი პარტიის საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს. პარტიის ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე. მიმდინარე კვირაში "ქართული ოცნების" ლიდერებმა შეხვედრები აჭარასა და გურიაშიც გამართეს.

"ჩვენ ყველა რეგიონში გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან, ჩვენი აქტივის წარმომადგენლებთან, მერებთან, გუბერნატორის მონაწილეობით და საუბარი გვაქვს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე იმ მოვლენებზე, რომელიც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში გასული თვეების განმავლობაში. ასევე პარტიულ გეგმებზეც გვაქვს საუბარი, დღეს გვქონდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ასეთი შეხვედრა და ჩვენს თანაგუნდელებთან სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები