06 თებერვალი 2023,   00:02
ვრცლად
"გიგაური რომ ომისკენ მოგვიწოდებდა, ამაზე სჯობს გაკეთდეს კომენტარები ან ლომჯარია როდესაც ამბობდა, რომ ომის ცეცხლი ურჩევნია რაღაც-რაღაცებს" - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დევიდ მაკალისტერის და სალომე ზურაბიშვილის  ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკვე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

"ხელისუფლებიდან არავის ასეთი რამ არ უთქვამს. შეიძლება ჩვენ გვქონდეს რაღაც ასეთი ინფორმაცია, მაგრამ დღემდე ხელისუფლებიდან არავის ასეთი რამ არ უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მსგავსი ინფორმაცია არსებობდეს. ამიტომ, როდესაც ხელისუფლებიდან ეს არავის არ უთქვამს და ამას სხვა გეუბნება, რომ თითქოს ასე თქვი, აქაც ეჭვები ჩნდება.

ამის ნაცვლად, სჯობს კომენტარები გაკეთდეს იმ გამონათქვამებზე, რომელიც მართლა გაკეთდა. მაგალითად, ეკა გიგაური როდესაც ომისკენ მოგვიწოდებდა, ამაზე სჯობს გაკეთდეს კომენტარები ან ლომჯარია როდესაც ამბობდა, ომის ცეცხლი ურჩევნია რაღაც-რაღაცეებს, ამაზე სჯობდა კომენტარი გაკეთებულიყო. უსუფაშვილი-მარგველაშვილი როცა აკეთებდნენ ომისკენ მიმართულ განცხადებებს, სჯობდა ამაზე გაკეთებულიყო კომენტარები. ჩვენ რაღაცას არ ვამბობთ და ამაზე გვთხოვენ პასუხს მაშინ, როდესაც სხვები რაღაცას ამბობენ და ამაზე კომენტარსაც კი არ აკეთებენ," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები