28 იანვარი 2023,   03:58
ვრცლად
განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად - ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტთან
შეხვედრას twitter-ში ეხმაურება. როგორც პრემიერი წერს, სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ნაყოფიერი საუბარი შედგა. 

"ნაყოფიერი საუბარი მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტს ისეთი პროექტების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობის პოტენციალის ათვისებას გულისხმობს ურთიერთსასარგებლო მიზნების მისაღწევად," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები