



თითქმის ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალი კვლავ გაიხსნა. შენობა მთლიანად განახლდა - აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით. ცენტრში მისულ მოქალაქეებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კვლევების უფასოდ ჩატარება შეუძლიათ.
ჯანდაცვის განახლებული ობიექტი საკრებულოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სკრინინგ ცენტრის ფილიალები დედაქალაქში სულ ოთხ ადგილზე მდებარეობს.