



ამ წუთებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი სოსო გოგაშვილს ხვდება. მისი გამოკითხვა აყვანის სპეცოპერაციის და სამართალდამცველების მხრიდან, ძალის შესაძლო გადამეტების საქმეზე მიმდინარეობს.
პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება დაკავებულის ადვოკატიც. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება გოგაშვილიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, გამოიკითხებიან სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ოჯახის წევრებიც.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, შევდივართ სოსო გოგაშვილთან. ჩვენ როგორც გასაუბრების დროს აღვნიშნეთ, საუბარი იქნება სოსო გოგაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იმ უკანონო ქმედებების შესახებ, რაზეც გაჟღერდა და ცნობილია საზოგადოებისთვის. როგორც იცით, უკვე მიმდინარეობს გამოძიება. სოსო გოგაშვილმა მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია, ასევე მე ვფიქრობ, რომ ოჯახის წევრებიც გამოიკითხებიან ამ საქმესთან დაკავშირებით და თუკი რამეა ჩვენთვის ცნობილი, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, ასევე სხვა შესაბამის უწყებებთან", - აცხადებს ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე.