27 იანვარი 2023,   22:10
ვრცლად
რუსეთმა უკრაინელ ჟურნალისტზე დმიტრი გორდონზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა უკრაინელ ჟურნალისტზე, დმიტრი გორდონზე ძებნა გამოაცხადა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია RIA Novosti, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთმა გორდონზე ძებნა სისხლის სამართლის საქმეზე გამოაცხადა, თუმცა, უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ მუხლს ედავებიან უკრაინელ ჟურნალისტს.

იქამდე, რუსეთის საგამოძიებო უწყებამ გორდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ მარტში აღძრა. ისინი ჟურნალისტს ბრალს ომის გაჩაღების საჯარო მოწოდებებში, სიძულვილის წაქეზებასა და რუსული ჯარის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში სდებდნენ. 

 

დღის ამბები