28 მარტი 2023,   12:42
ვრცლად
"შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში 2022" - ბეჭდური ხელოვნების საერთაშორისო პროექტის მხატვართა გამოფენა

"შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში 2022" - ოზურგეთში ბეჭდური ხელოვნების საერთაშორისო პროექტის მხატვართა გამოფენა გაიმართა. მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში, დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენაში მონაწილეობდნენ ქართველი და უკრაინელი მხატვრები.

ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხით, უკრაინელ თანამოქალაქეებს დაეხმარებიან. გამოფენა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

დღის ამბები