28 მარტი 2023,   13:07
ვრცლად
ბორჯომის კავალერიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

 

ბორჯომის კავალერიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძე, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ბორჯომში „კავალერიის შენობის“ დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.


ბორჯომში, კოსტავას სახელობის პარკში მდებარე, ეგრეთ წოდებული კავალერიის შენობის რესტავრაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი მოიცავდა შენობის სრული რეაბილიტაციისა და სამუზეუმო სივრცედ ადაპტაციის სამუშაოებს. აღდგენილ შენობაში მოეწყო საექსპოზიციო დარბაზები, რომელშიც განთავსდება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის ფონდში დაცული ექსპონატების ნაწილი.


გოთიკური სტილის კავალერიის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა. შენობა აგებულია ბუნებრივი ქვით, აგურითა და ხით. რეაბილუტაციამდე, შენობა დაზიანებული. მისი უკანა ნაწილი ნაწილობრივ დანგრეული, სართულშუა გადახურვები და ინტერიერი კი სრულად განადგურებული იყო. სამუშაოების შესრულებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ინოვაციური მიდგომებით, შენობის კულტურული ღირებულების და ავთენტურობის მაქსიმალურ შენარჩუნებას.
პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის 2.8 მილიონ ლარზე მეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

დღის ამბები