



პროფესიული განათლების გაძლიერებისა და ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით, თბილისში პროფესიული უნარების კვირეული მიმდინარეობს.
კვირეული მიზნად ისახავს სისტემაში ჩართულ მხარეებთან დისკუსიის გამართვას და პროფესიული განათლების პოლიტიკის პრიორიტეტებზე კონსენსუსის მიღწევას.
ამასთანავე, პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ეტაპისა და პროფესიული უნარების ეკოსისტემის განვითარების შესახებ ფართო აუდიტორიის ინფორმირებას.