27 იანვარი 2023,   21:58
ვრცლად
გასული ღამის განმავლობაში, ოკუპანტებმა რამდენიმე ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - ომის 146-ე უკრაინაში

უკრაინაში ომის 146-ე დღეა. გასული ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზე, გაჩნდა ცეცხლის კერები. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები, დაზიანებულია ადგილობრივი სკოლა და კულტურის ცენტრი.

6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმას დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკზე - განადგურებულია ორსართულიანი შენობა, რომელშიც აფეთქების დროს მოსახლეობა იმყოფებოდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 5 ცხედარი ამოიყვანეს, 1 დაშავებული კი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რუსულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს ქალაქ მიკოლაივის მახლობლად მდებარე მაღალსართულიან შენობაზე, დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე, არიან დაჭრილებიც, ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

ოკუპანტებმა 150-ზე მეტი გასროლა განახორციელეს სუმის ოლქის მიმართულებით, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

დღის ამბები