30 იანვარი 2023,   08:19
ვრცლად
დიმიტრი მედვედევის თქმით, ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში უკრაინელებს განკითხვის დღე ელოდებათ

დიმიტრი მედვედევის თქმით, ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში უკრაინელებს განკითხვის დღე ელოდებათ.რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემვოლგოგრადში, ვეტერანებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ცალკეული ეგზალტირებული, სისხლიანი კლოუნები, რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან რაღაც განცხადებებით და ცდილობენ, ყირიმზე თავდასხმით დაგვემუქრონ, მსურს, განვაცხადო, რომ როგორც ჩანს, მათ სრულად ესმით ასეთი განცხადებების შედეგები. შედეგები კი აშკარაა, რომ თუ რაიმე მსგავსი მოხდება, ყველა მათგანისთვის მომენტალურად დადგება განკითხვის დღე, სწრაფი და მძიმე, დამალვა ძალიან რთული იქნება",- აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.

დღის ამბები