08 თებერვალი 2023,   06:54
ვრცლად
გერმანიამ აზერბაიჯანის ექვს ოპოზიციონერ აქტივისტს ქვეყანა დაატოვებინა

გერმანიამ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, აზერბაიჯანის ექვს ოპოზიციონერ აქტივისტს ქვეყანა დაატოვებინა,- ამის შესახევბ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აქტივისტები პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ, მაგრამ მათ უარი უთხრეს, სამშობლოში კი ისინი დევნას განიცდიან ხელისუფლების კრიტიკისთვის. აზერბაიჯანში ოპოზიციონერების ნათესავები გერმანიიდან მათი დეპორტაციის შემდეგ, მათი დაპატიმრების შესახებ იტყობინებიან.

როგორც BBC-ის გამოძიებაშია ნათქვამი, 2021 წლის ივნისიდან ნოემბრამდე პერიოდში, გერმანიამ თავშესაფარზე უარი უთხრა და დეპორტაცია გაუკეთა მუთალიმ ორუჯევს, მალიქ რზაევს, ჯაფარ მირზოევსა და პუნხან ქერიმლის. ყველა მათგანი ეკუთვნოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციაში მყოფ პარტიებსა და პოლიტიკურ მოძრაობებს, ყველანი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და ბრალი ნარკოტიკებით ვაჭრობაში ედებათ. კიდევ ერთი აქტივისტი, ზია იბრაჰიმი, აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ ვალების გადაუხდელობის გამო, სამირ აშუროვი კი - ჩხუბის ბრალდებით დააკავეს. 

დღის ამბები