27 იანვარი 2023,   22:29
ვრცლად
ევროპაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

ევროპა ტყის ხანძრებმა მოიცვა - სტიქიას საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ებრძვიან. მხოლოდ საფრანგეთში, ამ დროისთვის ტერიტორიის 10 ათასი ჰექტარია დამწვარი.

ევაკუირებულია 12 ათასზე მეტი ადამიანი. სინოპტიკოსების განცხადებით, პორტუგალიაში ტემპერატურამ 47 გრადუსსაც კი მიაღწია.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სიცხისგან სულ მცირე 238 ადამიანი დაიღუპა. ვარაუდობენ, რომ ტემპერატურა 40 გრადუსზე მაღლა კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.

დღის ამბები