27 იანვარი 2023,   22:48
ვრცლად
ირანმა სანქციები კიდევ 61 ამერიკელს დაუწესა, მათ შორის არის აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო

ირანმა სანქციები დაუწესა 61 ამერიკელს, მათ შორის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ირანელი დისიდენტების მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი"  ავრცელებს.

"შავ სიაში" შეყვანილ პირებს შორის არის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი.

აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურმა თეირანმა მაშინ გამოაცხადა, როცა შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს ასრულებს. "როიტერი" წერს, რომ ირანის ეს ნაბიჯი დიდწილად სიმბოლური მნიშვნელობისაა, რადგან "შავ სიაში" შეყვანილი პირები დიდი ალბათობით ირანში აქტივებს არ ფლობენ, რის გაყინვასაც დაწესებული სანქციები ითვალისწინებს.

დღის ამბები