27 იანვარი 2023,   21:40
ვრცლად
საბერძნეთში ავიაკატასტროფა მოხდა

ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქალაქ კავალასთან ახლოს, სატვირთო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩდა და ჩამოვარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თვითმფრინავი Antonov-12, რომელიც უკრაინაში დაფუძნებული კომპანიის საკუთრება იყო, სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იყო ბორტზე და გადარჩა თუ არა ვინმე.

საბერძნეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, თვითმფრინავს 12 ტონა, პოტენციურად სახიფათო ტვირთი გადაჰქონდა.

დღის ამბები