03 თებერვალი 2023,   17:35
ვრცლად
მუსიკოსი რომელმაც 80-90 იან წლებში არტისტებისთვის ალტერნატიული სცენა შექმნა - ლადო ბურდული საკუთარი მუსიკის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება

80-იან წლებში, როცა რკინის ფარდის გახსნამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იყო დარჩენილი, ლადო ბურდული იმ დროისთვის საკმაოდ უცნაურად ჩაცმული, უცნაურ მუსიკას უკრავდა. მღეროდა ქართულად, მაგრამ ქართველი მსმენელისთვის ჟღერადობაც უცხო იყო. ქალაქის ქუჩებში სკეიტბორდით გადაადგილდებოდა. ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ქალაქში მგლები მეფობდნენ მისი ვიზუალიც და მისი მუსიკაც გამოხატავდა პატრიოტიზმს, იყო მცდელობა, რომ ახლის მიღებისა და თავისუფლების გამოხატვის მიმართ დამკვიდრებული შიში დაეთრგუნა.

ფაბრიკის შემდეგ ალტერნატიულმა სივრცემ ლადოს სახლში გადაინაცვლა, სადაც ხელოვანებს ჰქონდათ სცენა სიმღერისთვის, პერფორმანსისთვის, ჩვენებებისთვის, ლექსების ხმამაღლა კითხვისთვის, სადაც ხშირად ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც ჩამოდიოდნენ არტისტები.

ლადო ბურდულის კარიერა არაერთ ფესტივალის ორგანიზებას ითვლის, თუმცა როგორც ამბობს მისი შემოქმედების და მუშაობის მოტივი არ ყოფილა პოპულარობა, იყო იმ ღირებულებების გაზიარება, რომელსაც საბჭოთა კავშირის პერიოდში დავშორდით.

მუსიკას დღესაც აქტიურად ქმნის. მისი შემოქმედებითი სახელია იმპერატორი, რაც მისი მუსიკალური სამყაროს მმართველს ნიშნავს. იმპერატორი რამდენიმე დღეში 58 წლის გახდება და ეს იქნება ასევე მისი მუსიკის 40 წლის იუბილეც, რომელზეც ლადო ბურდული მსმენელს ეპატიჟება. 25 ივლისს საღამოს 22 საათზე იმპერატორის ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ ეთერში აკუსტიკური საღამო იქნება, სადაც გაჟღერდება სიმღერები სიყვარულზე.

დღის ამბები