03 თებერვალი 2023,   18:04
ვრცლად
პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიას იწვევს - საკმარისია თუ არა მხოლოდ პრეზიდენტის თანხმობა იმისთვის, რომ რიგგარეშე სესია ჩაინიშნოს

პრეზიდენტის თანხმობის მიუხედავად, ოპოზიციამ მმართველი პარტიისგან უარი მიიღო. უმრავლესობა რიგგარეშე სესიის გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტების ინიციატივა არა საქმეზე, არამედ პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი, რასაც მათივე შეფასებით, მხარს სალომე ზურაბიშვილიც უჭერს.

ოპოზიცია სესიისთვის მაინც ემზადება. პოლიტიკურ პარტიებში აცხადებენ, რომ მათი ინიციატივები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები, სასესიო განხილვებისთვის მზად არის და ის პირდაპირ ეხმიანება ევროკომისიის 12 რეკომენდაციას. ამავდროულად, სკეპტიკურად უყურებენ უმრავლესობის ინიციატივას სამუშაო ჯგუფებზე და ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრები ვერ პასუხობს მიზანს.

ოპოზიციის დღის წესრიგი გაუგებარია მათივე კოლეგებისთვის.ისინი, ვინც პრეზიდენტის მიმართვას ხელი არ მოაწერეს, ამბობენ, რომ კონკრეტული საკითხები პარტიებს ერთმანეთთან საჯაროდ უნდა განეხილათ.

"ქართული ოცნება" ოპონენტებს უკვე დაწყებულ სამუშაო პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს და პოლარიზაციის გაღრმავების საპასუხო ბრალდებას უყენებს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის ინიციატივები არც 12 რეკომენდაციას და არც რეალურ საქმეს არ უკავშირდება და მხოლოდ პოპულიზმს ემსახურება.

ორშაბათს ბიუროს სხდომა, სავარაუდოდ, მაინც ჩატარდება, თუმცა წინასწარ ცნობილია შედეგი - უმრავლესობა არც კომიტეტების და არც პლენარული სხდომების ჩანიშვნას არ აპირებს.​

დღის ამბები