03 თებერვალი 2023,   17:02
ვრცლად
მთავარეპისკოპოსი იაკობი სიცრუეს უწოდებს გოგაშვილის ცოლის ინფორმაციას, თითქოს ოჯახი ლიკვიდაციის შესახებ გააფრთხილა

ჩხრეკისა და დაკავების ოპერაციის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განმარტებაში ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე ლიკვიდაციაზეც ალაპარაკდა. თეა მარტყოფლიშვილის მტკიცებით, რამდენიმე თვის წინ ბოდბის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, სოსო გოგაშვილს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. მისი განმარტებით, დავალება მაღალჩინოსნებისგან მოდიოდა.

თავად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი კი, ამ ფაქტს უარყოფს.

"შეხვედრები მქონდა ხოლმე, მაგრამ ახლა 4-5 თვე კი არა ცოტა დიდი ხანია სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია, ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმება და ისა?! ასეთ სისულელეზე მე არ მისაუბრია არასდროს. უბრალოდ, აღელვებული ადამიანის აზრია. მძიმე სიტუაციაშია ოჯახი და ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მაგას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საერთოდ საუბარი არ ყოფილა, "- აცხადებს მთავარეპისკოპოსი იაკობი

დღის ამბები