03 თებერვალი 2023,   16:47
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას - ჯეიჰუნ ბაირამოვი 

საქართველოში ვიზიტის შესახებ საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს. როგორც ჯეიჰუნ ბაირამოვი წერს, შეხვედრაზე მხარეებმა ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"მქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონულ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული, ნაყოფიერი და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას," - წერს ჯეიჰუნ ბაირამოვი.

დღის ამბები