06 თებერვალი 2023,   01:29
ვრცლად
საელჩომ და თვითონ ქალბატონმა ელჩმა  მკაფიო არგუმენტები და განცხადება უნდა გააკეთოს, საგანგაშო, საკმაოდ მძიმე ბრალდება იყო მოსამართლის მხრიდან - ირაკლი ზარქუა

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას, რომლის თქმითაც ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენის გამო ის გარკვეულწილად სანქცირებულ მდგომარეობაში მოექცა, მმართველ პარტიაში ეხმაურებიან.

ირაკლი ზარქუა აშშ-ის საელჩოს მისამართით მოსამართლის ბრალდებას საგანგაშოს უწოდეს და აშშ-ის ელჩისგან მკაფიო, არგუმენტირებულ პასუხს ითხოვს:

"არის კონკრეტული განცხადება და ეს განცხადება გამყარებულია კონკრეტული ფაქტით. მე მგონია, რომ საელჩომ და თვითონ ქალბატონმა ელჩმა ამაზე მკაფიო არგუმენტები და განცხადება უნდა გააკეთოს. საგანგაშო, საკმაოდ მძიმე ბრალდება იყო მოსამართლის მხრიდან. მე პირადად, როგორც რიგითი მოქალაქე  მჯერა, რომ დასავლეთი, მათ შორის სწორედ აშშ, არიან გარანტორები, დამოუკიდებლობისა,  სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მათი ინტერესების სადარაჯოზე უნდა იდგენენ. მათი რევიზია, დაკითხვა და ამის შემდეგ სანქცირება კონკრეტული გადაწყვეტილების მიმართ, ეს წარმოუდგენელია და პირადად ჩემთვის რთულად დასაჯერებელია," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები