06 თებერვალი 2023,   00:40
ვრცლად
აქ არის საქმე კონკრეტულ მიმდინარე საგამოძიებო თემასთან, ყველა ნორმის დაცვის არის ჩატარებული ჩხრეკა - ზარქუა სოსო გოგაშვილის დაკავებაზე

სოსო გოგაშვილის დაკავების ფაქტს უმრავლესობაში აფასებენ, "ქართული ოცნებების" განცხადებით, ფაქტი კონკრეტულ საქმეს ეხება და აყვანის საფუძველი მუქარად ვერ აღიქმება. 

"ბოლო წლებია ხან რაღაცას გვემუქრება, ხან რაღაცას დებს, მაშინვე აიყვანდნენ, თუ ეს იყო საფუძველი. მაგრამ არა, აქ არის საქმე კონკრეტულ მიმდინარე საგამოძიებო თემასთან და ეტყობა, ჩათვალა შესაბამისმა უწყებამ, რომ ახლა იყო დრო. ყველა ნორმის დაცვის, სასამართლოს ნებართვითა და მისი განჩინების საფუძველზე არის ჩატარებული ჩხრეკა და თუ არ ვცდები, დაკავებაც.

მინდა ცხადად ხაზი გავუსვა, ჩვენს მმართველობაში ეს არის მკაფიოდ გამოხატული, რომ მიუხედავად იმისა, ის ვინ არის, ჩვენი მაღალჩინოსანი იყო თუ არ იყო, იქ, სადაც არის ჩადენილი პოტენციური დანაშაული ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოქმედებს ჩვენი სასამართლო და შესაბამისი უწყებებიც,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები