03 თებერვალი 2023,   18:23
ვრცლად
მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივა- აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ერთმანეთს ხვდებიან

მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივა- აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ერთმანეთს ხვდებიან. იქამდე კი ორი ქვეყნის საგარეო საქმერთა მინისტრებს, საქართველოს პირველმა დიპლომატმა უმასპინძლა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება  და განამტკიცებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში:

"საქართველოში დღეს განსაკუთრებული დღეა, თბილისი მასპინძლობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ მნიშვნელოვან დიალოგს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შარშან დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მისი განსაკუთრებული ძალისხმევით დაწყებული პროცესი დიალოგის ხელშეწყობის ჩვენს ორ მეგობარ ქვეყანას შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ დასრულდა კონკრეტული შედეგებით, ეს პროცესი გაგრძელდა. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივა, გაჟღერებული საქართველოს უმაღლესი ტრიბუნიდან, სწორედ ამ პროცესის ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა დღევანდელი დღე, როდესაც ჩვენი მეზობლები საქართველოში ჩამობრძანდნენ და დაიწყეს დიალოგი იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მათ გააჩნიათ ორმხრივ ურთიერთობებში," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები