27 იანვარი 2023,   21:04
ვრცლად
ამაყი ვარ, რომ თბილისი მასპინძლობს შეხვედრას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის - ილია დარჩიაშვილი

თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი "ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება.

"ძალიან ამაყი ვარ, რომ თბილისი მასპინძლობს შეხვედრას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, შედეგებს გამოიღებს," - წერს ილია დარჩიაშვილი ტვიტერის გვერდზე.

დღის ამბები