



საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გასვლითი, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. პირველი რეგიონი გურიაა. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობებისთვის საქსტატის ძირითადი პრიორიტეტებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა, სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით მათი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი ინფორმაციული უზრუნველყოფაა.