



ფოთში, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ინიციატივითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული საფოსტო მარკის "საქართველოს საზღვაო შუქურების"პრეზენტაცია გაიმართა.
შუქურების მარკების სერია საქართველოს ფოსტამ პოპულარიზაციის მიზნით გამოსცა. აღნიშნული საფოსტო მარკების გამოცემა საქართველოში საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობის ხაზგასმის და საქართველოს როგორც საზღვაო ისტორიის მქონე ქვეყნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
აგრეთვე ფოთის ჰიდროგრაფიის სამსახურში კორეის მიერ კატამარანის საჩუქრად გადაცემის ცერემონია გაიმართა. კორეულმა მხარემ საქართველოს 150 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჰიდროგრაფიული კატარამარანი გადასცა.
ცერემონიალს სამხრეთ კორეის რწმუნებული დაესუ ჩანგა ესწრებოდა.