02 აპრილი 2023,   00:36
ვრცლად
თუშეთში მთის კვირეული გაიხსნა - ომალო ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს მასპინძლობს

თუშეთში მთის კვირეული გაიხსნა. ომალო ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს მასპინძლობს.

ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში ჩასულებს საშუალება აქვთ, თუშურ დოღს დაესწრონ, ადგილობრივი ტრადიციული კერძები დააგემოვნონ და მთელი დღის განმავლობაში ფოლკლორულ მუსიკას მოუსმინონ.

თუშეთში ელოდებიან პრემიერ-მინისტრს. კვირეულს ოფიციალურად ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.

მოედანზე დამონტაჟებულია სცენა, სადაც, ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, თბილისიდან მიწვეული ბენდები იზრუნებენ იქ მყოფთა განწყობაზე. 

დღის ამბები