



უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაღუპული კახა გოგოლის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ახლობლები იმყოფებოდნენ.
47 წლის კახა გოგოლი ლუჰანსკის ოლქში იბრძოდა. ის რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა. კახა გოგოლს მშობლიურ ფოთში გადაასვენებენ.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.