01 აპრილი 2023,   23:28
ვრცლად
საქართველოში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს - როგორი ამინდი იქნება უქმეებზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსია მოსალოდნელი.

 

ასევე, ნახეთ : ვისთვის არის სიცხე განსაკუთრებით საშიში და როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის ცხელ დღეებში - NCDC მოსახლეობას აფრთხილებს

დღის ამბები