01 აპრილი 2023,   23:30
ვრცლად
ჩარგალში სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" გაიმართა

ჩარგალში სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" გაიმართა. წელს, გენიალური მწერლის დაბადებიდან 161 წელი შესრულდა.

სახლ-მუზეუმის ეზოში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლება, ვაჟას შთამომავლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მესხეთის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა "სტუმარ-მასპინძლის" მიხედვით დადგმული სპექტაკლი ითამაშა.

დღის ამბები