



აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის პროექტი "ნორჩი ფეხბურთელები" მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთიდან, 10 დღის განმავლობაში, 25 ახალგაზრდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია "რუხში" საზაფხულო სპორტულ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას.
ასევე, მათ ჩაუტარდებათ მრავალპროფილური კვლევები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ახალგაზრდები საქართველოს რამდენიმე კუთხეს ეწვევიან და ტურისტულ ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ.
პროექტი "ნორჩი ფეხბურთელები" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება.