29 იანვარი 2023,   15:25
ვრცლად
ევროკავშირის მხარდაჭერით, ღია საზოგადოების ფონდმა და ფონდმა ნარკოტიკების მოხმარების ზიანის შემცირებისთვის, 2 პროექტი დაიწყო

ევროკავშირის მხარდაჭერით, ღია საზოგადოების ფონდმა და ფონდმა "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში- თბილისში" ნარკოტიკების მოხმარების ზიანის შემცირებისთვის 2 პროექტი დაიწყო.

ორივე პროექტი საკანონმდებლო დონეზე მუშაობისა და სისტემების გაძლიერების გზით, ნარკოტიკების მოხმარების ზიანის შემცირებაზეა ორიენტირებული.

”სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აცხადებს, რომ პროექტის მთავარი მიზანია დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის მხარდაჭერა.

"პროექტის მთავარი მიზანია ჰუმანური, დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის მხარდაჭერა ქვეყანაში. ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების გაძლიერება და ასევე ნარკოტიკის მოხმარების კუთხით სახელმწიფო პროგრამების გაძლიერება,"- აცხადებს იმნაძე. 

დღის ამბები