29 იანვარი 2023,   15:34
ვრცლად
თუ ვინმეს გეცნობათ, გთხოვთ დაუკავშირდეთ ოჯახს - 85 წლის ნოდარ შუშიაშვილს ახლობლები ეძებენ

ოჯახი 85 წლის მამაკაცს ეძებს. ნოდარ შუშიაშვილი სოფელ ბაზალეთში სახლიდან 11 ივლისს გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. დაკარგული იმავე დღეს თბილისში, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს ვიდეო კამერამ დააფიქსირა. მოგვიანებით კი ის თემქის მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე ნახეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თუ ვინმეს გეცნობათ ფოტოზე ნაჩვენები მამაკაცი გთხოვთ დაუკავშირდეთ ოჯახს ტელეფონის ნომერზე 577371510.

დღის ამბები