04 თებერვალი 2023,   05:59
ვრცლად
თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სტამბოლში შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, შექმნან საკოორდინაციო ცენტრი საზღვაო გზით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის 

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებით, უკრაინიდან მარცვლეულის გამოსატანად სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე პროგრესს მიაღწიეს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნან საკოორდინაციო ცენტრი, რათა საზღვაო გზით მოხდეს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი. 

"ოთხმხრივ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ტექნიკურ საკითხებზე, მაგალითად, პორტიდან გამოსვლის წერტილებში ერთობლივ კონტროლსა და მარშრუტებზე სანავიგაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მომდევნო კვირას, შეთანხმების ხელმოსაწერად უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები კვლავ თურქეთში შეიკრიბებიან.

დღის ამბები