04 თებერვალი 2023,   07:12
ვრცლად
ევროკავშირი მოუწოდებს უნგრეთსა და პოლონეთს, გააუმჯობესონ სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა 

ევროკავშირმა უნგრეთსა და პოლონეთს მოუწოდა, რომ ქვეყნებმა უნდა გააუმჯობესონ სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა, ასევე ზომები მიიღონ მექრთამეობის წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. 

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ამ ორი ქვეყნისთვის მილიონობით დოლარის დახმარების განბლოკვა სწორედ ამ საკითხების შესრულებაზეა დამოკიდებული, რასაც ორი ქვეყანა ჯერჯერობით არ პასუხობს და რაც იწვევს სერიოზულ შეშფოთებას.

"რუსეთის ომი უკრაინაში არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მუშაობა ევროკავშირში და მის საზღვრებს მიღმა კანონის უზენაესობის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის კუთხით“, - განაცხადა ევროკომისარმა ვერა იუროვამ და აღნიშნა: "ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, ვიყოთ სანდო, თუ ჩვენს სახლში წესრიგი იქნება".

ბრიუსელში დაფუძნებული კომისია ბუდაპეშტს არ აძლევს წვდომას 15,5 მილიარდი ევროს ოდენობის სტიმულირების ფონდზე, რომელიც მიზნად ისახავს პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენაში დახმარებას, ასევე პოლონეთს წვდომა აქვს შეზღუდული 36 მილიარდ ევროზე. კომისიამ უკვე დაამტკიცა 25 ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხი, პოლონეთი ამ ჯგუფში არის, მაგრამ ჯერჯერობით ქვეყანას თანხა არ მიუღია, რადგან კომისია თავს იკავებს ტრანზაქციისგან, ვიდრე პოლონეთის სასამართლო სისტემა არ გაუმჯობესდება. ევროკავშირში აცხადებენ, რომ პოლონეთის სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული შეშფოთება.

დღის ამბები