04 თებერვალი 2023,   05:39
ვრცლად
მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში - კომუნიკაციების კომისია, განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, ახალ პროექტს იწყებს

მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში - კომუნიკაციების კომისია, განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვებისა და ახალგაზრდების კრიტიკულ აზროვნებას.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა ჩატარდება, შემუშავდება სტანდარტი და შეიქმნება სახელმძღვანელოები.

"დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ საინფორმაციო ერაში, ციფრული მედიის და ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში ამ ყველა სიკეთეს ახლავს თან ისეთი საფრთხეები, როგორიცაა დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია, პროპაგანდა და ა.შ. და მოგეხსენებათ, რომ ასეთ დროს ძალიან დიდი როლი ეკისრება მედიაწიგნიერებას," - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძე.

დღის ამბები