



ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა ფოთში. ცენტრალურ პარკში განათება "LOVE" წარწერის გამოსახულებით დააზიანეს. გატეხილია განათების დეკორაცია და ნათურები.
ვანდალური ფაქტის ფოტოსურათები პარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა, შემთხვევა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე დილიდან იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და დაზიანებული დეკორაცია მალევე აღადგინეს. პარკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ და დაიცვან პარკის ინფრასტრუქტურა.