



გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის მოსახლეობამ გზა გადაკეტა და საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები აპროტესტებენ გზის მოწყობის სამუშაოების გახანგრძლივებას. ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანია სტანდარტების დაცვის გარეშე მუშაობს.
ისინი არ ასველებენ გრუნტს, რის გამოც ირგვლივ ცემენტის მტვერი დგება. ადგილობრივები ყვებიან, რომ, უკვე 7 თვეა, შექმნილი მდგომარეობის გამო ფანჯარას ვერ აღებენ და საფრთხე უკვე მოსავალსაც ემუქრება.