24 მარტი 2023,   07:22
ვრცლად
საბერძნეთში, არისტოტელეს უნივერსიტეტთან 23 წლის ქართველი მამაკაცი დაჭრეს 

საბერძნეთში, არისტოტელეს უნივერსიტეტთან, კიმეიოს მოედანზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაშავებული 23 წლის კაცია. ის საავადმყოფოში ორმა მეგობარმა მიიყვანა, შემდეგ კი ტერიტორია სწრაფად დატოვეს. ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა.

მედიის ცნობით, დაშავებულს საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა წარმოშობით ქართველია. წარსულში ის ყაჩაღობისა და ნარკოტიკების საქმეებში ფიგურირებდა. დაშავებული ამბობს, რომ მას მოულოდნელად ორი უცხოელი დაესხა თავს და ფეხებში ესროლეს.

მედიის ინფორმაციის, საქმე შესაძლებელია ანგარიშსწორებას ეხებოდეს, ვინაიდან დაშავებულს ყაჩაღობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და ციხიდან 1 თვის წინ გათავისუფლდა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 8 პირი დააკავა, მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს, რადგან გაირკვა, რომ ინციდენტში არ მონაწილეობდნენ.

დღის ამბები