25 მარტი 2023,   12:21
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი გარდაიცვალა

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი გმირი ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა, 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, რომელიც საქართველოში გადმოსვენებულ ცხედარს ჩაუტარდა, მას მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.

დღის ამბები