31 მარტი 2023,   11:04
ვრცლად
1000 ვაკანსია და 80 დამსაქმებელი - სასტუმრო "ბილტმორში" დასაქმების ფორუმი გაიმართა

1000 ვაკანსია და 80 დამსაქმებელი - პროფესიული განათლების მქონეთათვის დასაქმების ფორუმი სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა. ფორუმზე მოწვეულები იყვნენ კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულები.

ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნობოდნენ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს და ადგილზევე გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს.

დღის ამბები