30 იანვარი 2023,   08:21
ვრცლად
არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, საბერძნეთში 35 წლის ქართველი დააკავეს

საბერძნეთში დაკავებულ 35 წლის ქართველ მამაკაცს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. სავარაუდო მსხვერპლი ახლა 14 წლის არის, თუმცა ბერძნული გამოძიების ინფორმაციით, მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედება 6 წლის განმავლობაში ხდებოდა. 

სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაკავებულის პარტნიორის ქალიშვილია. ბავშვმა პოლიციას თავად შეატყობინა. დედაც და თავად ბრალდებულიც ამტკიცებენ, რომ მოზარდი ცრუობს, მოტივად კი შურისძიებას ასახელებენ. 

“ბავშვს კარგად სწავლას სთხოვდნენ, მას კი სხვა გატაცებები ჰქონდა, ამიტომ ასეთი ბრალდება მოიგონა შურისძიების მიზნით“, - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი. 

ფაქტი ბერძნული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. დაკავებულის სასამართლოში გადაყვანის კადრები სალონიკის ტელევიზია ავრცელებს

სასამართლომ 35 წლის ქართველ მამაკაცს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. თავად არასრულწლოვანს კი ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება.

დღის ამბები