29 იანვარი 2023,   17:25
ვრცლად
სააკაშვილი საუბრის დროს იყო ადეკვატური და მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ვესაუბრებოდი ადამიანს, რომელმაც არ იცის რას ლაპარაკობს - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მისი განცხადებით, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია ყოველთვის ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია, შესაბამისად, პასუხების მიღება პარტიის ლიდერისაგან სურდა.

რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციაზედეპოლარიზაციის შესახებ - იაგო ხვიჩია ამბობს, სააკაშვილი იზიარებს თანაპარტიელების პოზიციას. "გირჩის" ლიდერი ითხოვს ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას.

"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პირდაპირ უშლის ევროინტეგრაციას ხელს. ენმ-ის წევრებმა უნდა თქვან, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოხერხდება, ისინიც სხვანაირად მოიქცევიან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იდეალური ნამდვილად არ არის. მიხეილ სააკაშვილი საუბრის დროს იყო ადეკვატური და მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ვესაუბრებოდი ადამიანს, რომელმაც არ იცის რას ლაპარაკობს,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები