29 იანვარი 2023,   15:32
ვრცლად
ომბუდსმენი საჯარო განხილვას მართავს - რა არის მთავარი რეკომენდაციები, რომელიც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშშია ნახსენები

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციები - სახალხო დამცველი საჯარო განხილვას მართავს. შეხვედრას ესწრებიან დიპლომატები, სახელმწიფო უწყებების, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნა ემთხვევა ომბუდსმენის დასკვნებს. 

"ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ჩამოვიდა საქართველოში და შარშან განახორციელა სპეციალური, საგამონაკლისო წესით ვიზიტი ქართულ ციხეებში და დღეს, სწორედ მათ ანგარიშს მოვისმენთ. მოხარული ვარ, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები და ძირითადი დასკვნები ემთხვევა სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ასევე, მოხარული ვარ, რომ დღეს კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და უფრო მეტად ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ კონსტრუქციულ რეჟიმში და ვისაუბროთ გამოსავალზე,"-აცხადებს ნინო ლომჯარია. 

დღის ამბები