31 მარტი 2023,   10:13
ვრცლად
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პუჩინის ოპერა მანონ ლესკო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეტრის სცენას დაუბრუნდა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პუჩინის ოპერა მანონ-ლესკო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეტრის სცენას დაუბრუნდა.

საპრემიერო სპექტაკლი დირიჟორ, ზაზა აზმაიფარაშვილის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა, რის შემდეგაც მაესტროს ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

მაყურებელს სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ექნება.

"დაცლილი ვარ აბსოლუტურად, მაგრამ ბედნიერი იმიტომ კი არა, რომ მარტო ვარსკვლავი, ისე კარგად წავიდა დღევანდელი პრემიერა, ყველამ განსაკუთრებულად მოინდომა, ბრწყინვალედ გამოგვივიდა ყველაფერი. დიდი მადლობა ორკესტრს, გუნდს, სოლისტებს, მთელ დასს," - აცხადებს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.

დღის ამბები