04 თებერვალი 2023,   05:43
ვრცლად
"ერმაკს, როგორც პიროვნებას, აქვს მთელი რიგი ნიშნები იმისა, რაც ახასიათებს რუსეთის გავლენის აგენტებს" - არესტოვიჩი ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექს არესტოვიჩი, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან მიმართებით, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამდა და ერმაკს მძიმე ბრალდებასაც უყენებდა. არესტოვიჩის განცხადებით, "ერმაკს რუსეთის გავლენის აგენტებისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს". 

"ერმაკს, როგორც პიროვნებას აქვს მთელი რიგი ნიშნები იმისა, რაც ახასიათებს რუსეთის გავლენის აგენტებს, რბილად რომ ვთქვათ...

მაგალითად - კავშირები რუსულ კინო-ინდუსტრიასთან, რომელიც კავშირშია გაზპრომთან, პროპაგანდაშია ჩართული და სპეცსამსახურების მიერ იმართება. 

მათ შექმნეს იდეალური სამკუთხედი - სახელმწიფო კორპორაციები აფინანსებენ სპეცსამსახურების ინიცირებულ კერძო პროექტებს. ეს შესაძლოა იყოს ნებისმიერი პროექტი, დაწყებული ახალგაზრდულიდან, დამთავრებული...

აღნიშნული მანქანა იდეალურად მუშაობს, რომელიც ჩვენ უნდა შეგვექმნა, მაგრამ არ შევქმენით. უკვე შეგვიძლია დანამდვილებით, ვთქვათ, რომ ის წარმოადგენს კრემლისა და ზელენსკის შორის შუამავალს," - აცხადებდა არესტოვიჩი. 

აქვე შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენს მოუწოდებს გადაამოწმოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის რუსეთთან შესაძლო კავშირები და ინფორმაცია კონგრესს დაუყონებლივ მიაწოდოს. შესაბამისი წერილით შტატების პრეზიდენტს კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა მიმართა და ამ მოთხოვნის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც კონგრესმენი წერს, ერმაკის საქმიანობისა და რუსეთთან მის შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით ეჭვები სხვადასხვა სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით გაჩნდა, შესაბამისად, კონგრესმა დაუყონებლივ უნდა მიიღოს დეტალური ინფორმაცია, რომ შეძლონ ამ სერიოზული ბრალდებების უარყოფა ან დადასტურება.

დღის ამბები