04 თებერვალი 2023,   07:14
ვრცლად
"ეს სამი დეპუტატის ისტორია შექმნილია იმისთვის, რომ ელჩებს ნერვები მოუშალონ, მე ვურჩევდი ნუ აყვებიან მათ" - იაგო ხვიჩია ხუნდაძისა და ყაველაშვილის წერილებზე

პასუხის პასუხი კელი დეგნანს "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატისგან. მმართველი გუნდიდან წასული კანონმდებლების წერილები ბოლო ორი დღეა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყველა დეპუტატს უფლება აქვს კითხვები დასვას და პასუხებიც მიიღოს. თუმცა განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიცია. 

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აცხადებს, ეს ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელებაა.

"ეს არის ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული და ეს არის ევროპაში ცხოვრება. ეს არის დესტრუქცია, რომელიც აფელირებულია მმართველ გუნდთან და მათთან დაკავშირებულ ადამიანებთან," - აცხადებს დოლიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი აღნიშნავს, რომ სამი დეპუტატი, რომელიც ოცნებას გამოეყო, ისევ ოცნების ნაწილია. 

"ეს სამი დეპუტატის ისტორია შექმნილია იმისთვის, რომ ელჩებს ნერვები მოუშალონ, მე ვურჩევდი ნუ აყვებიან მათ. "ქართული ოცნების" მიზანიც ესაა, რომ ელჩები გამოაჩინონ აყოლილები ამ სამ დეპუტატს, რომელიც ასევე "ქართული ოცნების" ნაწილია," - აცხადებს ხვიჩია. 

 

დღის ამბები