04 თებერვალი 2023,   07:26
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. 

"ვუერთდები თქვენს სიხარულს და თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ ძვირფას დღეს. მინდა ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა, გაძლიერება და გამთლიანება ჩვენს ქვეყანას და სიხარული და სიყვარული თქვენს ოჯახებს," - წერს შალვა პაპუაშვილი. 

ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები ღმერთს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, ხორცის ნაწილს კი მეზობლებსა და უპოვრებს უნაწილებენ. 

დღის ამბები