27 იანვარი 2023,   22:37
ვრცლად
დიდი იმედი გვაქვს, ვიზიტი იქნება ახალი იმპულსი იმისთვის, რომ ავსტრიამ ძლიერად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას - ილია დარჩიაშვილი

ავსტრიაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულებულია - ბოლო შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამართა. ის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს შეხვდა, გაიმართა დახვედრის ცერემონია. შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე პრემიერ მინისტრმა სამახსოვრო ჩანაწერების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

ვიზიტის შედეგები მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაჯამა. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ავსტრია იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ძლიერად შეუწყობს ხელს. 

"ამ ვიზიტის აქვს ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა, ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ავსტრია, რომელიც გამოირჩევა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით, აღნიშნული ვიზიტი იქნება ახალი იმპულსი, იმისთვის, რომ ავსტრიამ მყარად და ძალიან ძლიერად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი იმის, რომ ჩვენი ხვალინდელი და მომავალი რეფორმების განხორციელების პროცესში იმ დღის წესრიგის შესაბამისად, რომელიც გვაქვს ორმხრივ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ავსტრია იქნება ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელიც დაგვეხმარება ამ პროცესში,"- აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე 

დღის ამბები