03 თებერვალი 2023,   16:45
ვრცლად
"ანტიამერიკული, ანტიდასავლური, ანტიევროპული - ოპონენტები ყაველაშვილის ღია წერილს აფასებენ

ანტიამერიკული, ანტიდასავლური, ანტიევროპული სამარცხვინო განცხადება,-  ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე. 

მისი თქმით, ეს არა ყაველაშვილის, არამედ ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომელიც ამისთვის საკმაოდ მაღალ ფასს გადაიხდის.

"ეს არის, ანტიამერიკული, ანტიდასავლური ანტიევროპული სამარცხვინო განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინას აბრალებს ომის ინიციირებას და პროვოკატორებად გამოჰყავს ნატო და დასავლეთი. ეს არის უპრეცედენტოდ უგუნური განცხადება, რომელიც არის ქვეყნის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველი. ამ განცხადების უკან იმალება ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ ბიძინა ივანიშვილსაც ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს და არა მარტო პოლიტიკური, შეიძლება სანქციებიც არ აკმარონ იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირ გამოწვევა დასავლეთისა რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს საზიანოდ", -აცხადებს რომან გოცირიძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით კი, ეს არის დასტური იმისა, რომ გიორგი ვაშაძეს რა ინფორმაციაც მიაწოდეს არის სწორი და შეესაბამება სიმართლეს.

 

დღის ამბები