05 თებერვალი 2023,   23:45
ვრცლად
"ვაშაძემ თქვა, რომ საქართველოში მოკალათებულია მზვერავთა ჯგუფი, დაასახელოს ადგილი - გიორგი ცაგარეიშვილი

"ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მიხეილ ყაველაშვილსაც ისევე, როგორც თქვენ და მე, აქვს აზრის გამოხატვის უფლება,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი ასევე მიმართავს გიორგი ვაშაძეს, თუ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში იმყოფება "ეფესბეს" მზვერავები, მიაწოდოს გამოძიებას ინფორმაცია და ითანამშრომლოს შესაბამის სტრუქტურებთან. 

"ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მიხეილ ყაველაშვილსაც ისევე როგორც თქვენ და მე, გვაქვს აზრის გამოხატვის უფლება. ბატონმა ვაშაძემ თქვა, რომ საქართველოში იმყოფება ჯგუფი "ეფესბე" ანუ ისინი, რომელსაც დაპყრობილი აქვს საქართველოს 20%. დაასახელოს ის ადგილი, სადაც არიან მოკალათებული ეს მზვერავები, დაასახელოს მათი ვინაობა და ითანამშრომლოს გამოძიებასთან. 

ჩემი რჩევაა იმ ყბედობას, რომელიც ხშირად ლაყბობად არის ქცეული, პირდაპირ მივიდეს და ოფიციალურ სტრუქტურებთან ითანამშრომლოს. დაბრალება მტკიცებულებების გარეშე ხომ ტრენდად გადაიქცა", -აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი კი აცხადებს, რომ ქვეყანას აქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან მუშაობის მექანიზმი. 

"ეფესბეს"ნარატივი თუ არის ის, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ომში და თუ ამ ომთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიქმნას დასავლეთთან მიმართებაში, რა საკვირველია ეს საფრთხილო თემაა, ვინაიდან აშკარაა და თქვენც ვერ უარყოფთ, რომ მოწოდება სამხედრო მოქმედებებში ჩასართავად იყო აშკარა და თვალსაჩინო. რაც შეეხება ამერიკელებთან და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობას, ამის ფორმატი და მექანიზმები გაგვაჩნია და ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ არ იყოს აზრთა სხვადასხვაობა ჩვენსა და იმ სამეულს შორის, რომელიც გამოეყო არც გამოყოფა მოხდებოდა", -აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები